კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 431, იმერეთში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარაში – 63, იმერეთში – 78, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 76, კახეთში – 53, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 – თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები