როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – 28 მაისის პროგნოზი

28 მაისს ქუთაისში დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +26 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, სადაც დღის განმავლობაში +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

+25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დროგამოშვებით მცირე ნალექია შესაძლებელი, დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოში, სადაც დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები