პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით.

„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ პისიარ ტესტი. ამასთან არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვდითანდაკავშირებულ შემთხვევებსაც“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები