გოგი მეშველიანი ბოლნისის მუზეუმში მედიათეკის და გამოფენას „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები” პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, მედიათეკის და გამოფენას „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები” პრეზენტაციას დაესწრო და თანამშრომლებს მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა.
„18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და პირველ რიგში მინდა ეს თარიღი მივულოცო ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ იმისათვის, რომ დამთვალიერებელს გააცნონ ჩვენი წარსული და აწმყო. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ბატონი დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით გაიმართა მედიათეკისა და გამოფენის “ საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნ…