დმანისის მერმა 100 წლის ქალს იუბილე მიულოცა

გიორგი ტატუაშვილმა სონა გასანოვას 100 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში მცხოვრებ სონა გასანოვას 100 წელი შეუსრულდა.

“საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები