აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი დმანისში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი დმანისში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

“ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი მოვლენები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამამულო ომში მიღწეული გამარჯვება, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მდგრადი განვითარება, კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სერიოზულად აწუხებს მტრებს. ამ მხრივ, არსებობს ალბათობა, რომ დმანისის რეგიონში მომხდარი მოვლენები შეიძლება იყოს პროვოკაცია ან განზრახ ორგანიზებული. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გამოიჩინონ თავშეკავება მომხდარი ინციდენტის მიმართ, იყვნენ ფრთხილად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მოახდინონ რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”, – აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დმანისის ცენტრში გუშინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება დღესაც გრძელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს კონფლიქტში მონაწილე პირებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები