ე.წ. კომენდანტის დრომ გადაიწია – დღეიდან შეზღუდვა 21:00-ის მაგივრად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათზე ამოქმედდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდში,”- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები