“ განმეორდა ანტიქრისტიანული და ვანდალური ფაქტი” – გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი დააზიანეს
სამწუხაროდ ისევ განმეორდა ანტიქრისტიანული და ვანდალური ფაქტი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში
გაგის ციხე-კოშკზე ბარბაროსულად იქნა ჯვარი განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
“როგორც ჩანს მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება , რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯვარის დაზიანების ფაქტს პროტესტი მოყვა ადგილობრივ მოსახლეობაშიც. სოციალურ ქსელში მათი ნაწილი სახალხო დამცველს მოუწოდებს მსგავსი ფაქტებით დაინტერესდეს, რადგან ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. როგორც ერთ-ერთი ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროა სახალხო დამცველი რეგილიგიური საკითხებითაც დაინტერესდეს.
“მსგავსს ვანდალურ ფაქტს, უკვე რიგით მეორედ ჰქონდა ადგილი.
ვფიქრობ არაა რთული მისახვედრი, თუ რას ემსახურება მსგავსი პროვოკაციული ქმედებები, ამ ურთულეს რეგიონში, სადაც ეთნიკურად ქართველები, უმცირესებაში ვიმყოფებით…
თუმცა ეს ფაქტორი არასოდეს ყოფილა ხელის შემშლელი, ჩვენს თანამოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელ, დებთან და ძმებთან ურთიერთობაში…
მსგავსი პროვოკაციული ქმედებების მთავარი მიზანი,რომ რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივებაა, ამას უკვე კარგა ხანია ვხვდებით .
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ წინა ვანდალური ინციდენტის დროს, როგორი რეაქცია ჰქონდა ეწ. ,, ქართული მედიის ‘’ წარმომადგენლებს ( რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ) ,
იმის ნაცვლას გაეშუქებინათ სიმართლე, პირიქით სიცრუის ტირაჟირებით იყვნენ დაკავებულნი და მომხდარის გადაბრალებას, ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავარზე, ცდილობდნენ თითქოსდა, მეუფე გიორგი აღვივებდა ეთნიკური ნიშნით კონფლიქტს ამ რეგიონში.
ამ დროს კი რეალურად, სწორედ
მეუფე გიორგი ( ჯამდელიანი ) გახლავთ უკვე მრავალი წლებია გარანტი იმისა, რომ მსგავსი, პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, ამ მეტად რთულ ეპარქიაში ნარჩუნდება მისი უდიდესი ძალისხმევითა და უფლის წყალობით მშვიდობა…
ჩვენი მოსახლეობა კი ყოველთვის დიდი ყურადღებითა და გონიერებით უდგებოდა და მიუდგება მსგავს, პროვოკაციულ ქმედებებს. ამიტო მავანთ კოვზი ამჯერადაც ნაცარში ჩაუვარდებათ…
ალბათ ყველას გვაინტერესებს,
როდის შეიძლება,რომ დასრულდეს ასეთი გულგრილი დამოკიდებულება, ჩვენი სარწმუნოების მიმართ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან ?!
ვგულისხმობ ,, სახალხო დამცველის ‘’ აპარატს !
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუტი, რომელიც წესით ზედამხედველობას უნდა უწევდეს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
რას უწევთ ზედამხედველობას ?!
მინდა ვკითხო საქართველოს ეწ.
,, სახალხო დამცველს‘’ ნინო ლომჯარიას, რომელიც იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი გახლავთ, რომელი სტრუქტურაც ჩვენი, ჩემი, თქვენი ფულით ფინანსდება…
რას იცავთ ?! თუ არა მართლმადიდებლობას?!
რას იცავთ ?! თუ არა ჩვენს იდენტობას ?!
რას იცავთ ?! თუ არა იმას რის ხარჯზეც, ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ?!
რას ?!!! თუ არა ჩვენს კულტურას, რომელიც ჩვენი სარწმუნოების გარეშე არაფერია ! ნულია !!! უბრალოდ უისტორიო, არ შემდგარი ( ერი, ქვეყანა ) ვიქნებოდით !!!
როდის უნდა შეიგნოთ, ამ რადიკალურმა ლიბერალებმა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, არავინ და არაფერია მართლმადიდებლობის გარეშე ?!!!
სამწუხაროდ, ისტორიულად ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტერი ოდითგანვე, ჩვენივე მოღალატე ქართველი იყო და ისეთივე მოღალატე, ქართველების ხელით, ცდილობენ დღესაც, ჩვენი დალოცვილი ერის, იდენტობის გაქრობას, რასაც ვერასოდეს მოესწრებიან დედა ღვთისმშობლის წყალობით, ჩვენი არაკეთილმოსურნენი …”,- წერია ფეისბუქპოსტში.