ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 8 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.