“ენკას” ადმინისტრაციული დირექტორი : ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ

პროექტთან მიმართებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, საჯაროდ დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ კომპანიის სურვილია და ეს საინფორმაციო კამპანიაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, მივიდეს სწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციულმა დირექტორმა ელენე ღუბიანურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანიის ყველა დოკუმენტი საჯაროა. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ პროცესი მართულია და ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ანტიპიარს ემსახურება.

“სამწუხაროდ, ვხედავთ საზოგადოების ნაწილს, რომლისთვისაც არგუმენტირებულ ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს. ცალსახაა რომ ამ მასშტაბის პროტესტის უკან, სავარაუდოდ, არიან ჯგუფები, რომელთაც სხვა მიზნები აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია და კვლევები, რომელიც კომპანიას გააჩნია, არაერთხელ გაჟღერდა, ჩატარდა შეხვედრები როგორც ადგილობრივ დონეზე ასევე ინდივიდუალურად,  ყველა დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო თავიდანვე, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტული ჯგუფების მიზანი არ არის პროექტის შესახებ ფაქტების გაცნობა. ვვარაუდობთ, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ”,- აღნიშნა ელენე ღუბინაურმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია “ენკა” საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საზოგადოების არგუმენტირებული ფაქტებით ინფორმირებულობაა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები