მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესზე: კომპანიის გუნდის, მიზანია, ყველა გავრცელებულ კითხვას და მათ შორის მითებს, რომელიც მრავლად არის პროექტის გარშემო გავრცელებული, გავცეთ პასუხები

კომპანია „ენკა რინიუებლზი” ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებმა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რაც ბოლო დროს ნამახვანჰესის პროექტის გარშემო ვრცელდება. როგორც ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა, აუცილებელი ყველა დაინტერესებულმა პირმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს და საინფორმაციო კამპანია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ჩვენი, კომპანიის გუნდის, მიზანია, ყველა გავრცელებულ კითხვას და მათ შორის მითებს, რომელიც მრავლად არის პროექტის გარშემო გავრცელებული, გავცეთ პასუხები. ყველა დაინტერესებულმა პირმა აუცილებელია მიიღოს ამომწურავი და სწორი ინფორმაცია. სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას. სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის, კითხვებზე მშვიდად პასუხის გაცემის სივრცე აღარ დარჩა. თუმცა ამის მიუხედავად, ვაცნობიერებთ ვალდებულებას, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე და არა მარტო, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.“ განაცხადა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

პრესკონფენრეციას ასევე ესწრებოდნენ, კომპანიის თანამშრომლები: სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორი – ელენე ღუბიანური; სოციალური პროექტების ხელმძღვანელი – დავით ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები