კომპანია “ენკას” წარმომადგენელი: ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით, ამის შესახებ კომპანია “ენკას” სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი რაციონალურ დიალოგზე იქნება დაფუძნებული.

“იმედი გვაქვს მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული.“- განაცხადა „ენკა რინიუებლზ“-ის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “ენკა” ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც ნამახვანჰესის შესახებ არსებული მითებისა და რეალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები