დღეიდან “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.

დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა სურვილის შესაბამისადაა შესაძლებელი..

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები