აჭარის ჯანდაცვის სექტორმა “სინოფარმის” 2017 დოზა მიიღო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოფარმის” 2017 დოზა ჩაიტანეს.

სამინისტროს ცნობით, “სინოფარმზე” 1150, “ასტრაზენეკაზე” 550, “ფაიზერზე” კი 868 ჯავშანი არის გაკეთებული.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3916 პირმა ჩაიტარა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები