საპატრიარქო მრევლს აღდგომის ღამეს რეგულაციების დაცვას მოუწოდებს
საპატრიარქო და სასულიერო პირები მრევლს აღდგომის ღამეს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ვინაიდან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, მხოლოდ მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ.
“საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ეს იქნება დისტანცია, ვთხოვეთ ჩვენ, რომ ყველას ჰქონდეს ნიღაბი თან და დაიცვან ეს დადგენილი დისტანცია ლოცვის დროს.
რეგულაციები იძლევა საშუალებას, რომ მრევლმა თავისუფლად შეძლოს ტაძრამდე მისვლა და მსახურების მერე სახლში წასვლა.
რადგანაც სახელმწიფომ ეს რეგულაცია მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, უბრალოდ მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ,” – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.