დროგამოშვებით უხვი ნალექია მოსალოდნელი- 30 აპრილის ამინდის პროგნოზი
30 აპრილს ქუთაისში +26 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +25 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მცირე ღრუბლიანობა +23 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღე არის მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
მესტიაში +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში უხვ ნალექსა +24 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
+21 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება, იქროლებს ძლიერი ქარი.
გორში დღისით +22 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უხვი ნალექია მოსალოდნელი გუდაურში. +14 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. უმეტესად წვიმიანი დღეა იქნება ომალოში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
უხვ ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დროგამოშვებით უხვი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.