ბესო ჭითანავა რეგიონების განვითარებაზე: დასაქმება, ტურიზმი – ამ სფეროებში აღმშენებლობას ყოველთვის მივესალმები

ფოლკლორისტი, ლოტბარი ბესო ჭითანავა მთავრობის ახალ ინიციატივას რეგიონების განახლების შესახებ ეხმაურება.

როგორც ის “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, წინსვლა და აღმშენებლობა ყოველთვის მისასალმებელია.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თუ პროექტის მიხედვით, მეტი აქცენტი დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროზე გაკეთდება.

“ყველაფერს კარგს, აღმშენებლობას განსაკუთებით მივესალმები. დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ის სფეროებია სადაც განსაკუთრებით მივესალმები ახალ პროექტებს. სოფლის მეურნეობა იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მაგალითად ტურისტი რომ ჩამოვა დააგემოვნოს ადგილობრივი ნაწარმი. რაც კარგი გაკეთდება ამ ქვეყანაში ყველაფერს მივესალმები”, – ამბობს ბესო ჭითანავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები