დათო ლიკლიკაძე: რეგიონების განვითარების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მადლობა პრემიერს ამისთვის

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე “კვირასთან” მთავრობისს ინიციატივას, რეგიონების მასშტაბური განახლების შესახებ აფასებს.

ლიკლიკაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, დროული გადაწყვეტილებაა. რეგიონებს სჭირდება განვითარება და ეს გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, იმედი მაქვს დიდი შედეგს გამოიღებს. რეგიონებს პანდემიის გამო დღეს უჭირს, რეგიონების მხარდამჭერი პროგრამის მიღება პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მას”,- ამბობს დავით ლიკლიკაძე.

დავით ლიკლიკაძემ იმ საკითხების შესახებაც ისაუბრა, რაც მისი აზრით, კონკრეტულად ქუთაისშია პრიორიტეტული და როგორც აღნიშნავს, კარგი იქნება თუ ამ პროგრამით ეს საკითხები იქნება განსაზღვრული.

“ქუთაისში ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა გაგრძელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროგრამები, რაც უკვე მიმდინარეობს. გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწესრიგება. ჩვენი ტრადიციული პრობლემა, 24-საათიანი წყალმომარაგება უკვე გადაჭრილია. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანი იქნება კორპუსების ფასადებისა და გადახურვების მოწესრიგება. გამწვანებასაც უფრო მეტი ყურადღება თუ მიექცევა და უფრო მეტი ნერგები დაირგვება უკეთესია. თუმცა აქცენტი მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა “კვირასთან” საუბარში დავით ლიკლიკაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები