„განათლების ხელშეწყობა გორელი ახალგაზრდებისთვის“ – გორში ტრენინგი გაიმართა
„ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის“ წევრებისთვის ტრენინგები „თვითმმართველობა“ და „საჯარო გამოსვლის ტექნიკა და პრეზენტაციის უნარები“ გაიმართა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურასა და მისი მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ. ამის შესახებ „კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ,,ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბი“, ,,ლიდერთა ლიგას“ მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.
„ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია ტრენინგები სხვადასხვა თემატიკით, გასვლითი აქტივობები, კინო ჩვენება/დისკუსიები, შეხვედრები პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან. პროექტის ფარგლებში, 30 – ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნობა საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, დაბატების ტექნიკას, ადვოკატირებას, გენდერის საკითხებს, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო და საარჩევნო პროცესებში, დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა პოლიტოკოსთან თუ საჯარო მოხელესთან შეხვედრა.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და მომავალში მათი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და მზადაა მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებისთვის“,- წერია ინფორმაციაში.