ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის რწმუნებული, ჯუმბერ ყურშუბაძე ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძმას სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.