სეს-მა სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების წარმოება დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების წარმოება დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარმოებას საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ აღუდგება.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებული ნახევარფაბრიკატების წარმოება – ი.მ , ს/კ 40001001280, მისამართი: ვაჩნაძის ქუჩა N 7. წარმოებას საწარმოო პროცესი შეუსაბამობებისგამოსწორების შემდეგ აღუდგება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.