Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ინტენსიური ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 287 183-ს.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას რეგიონების მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 29, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 044, აჭარაში – 329, იმერეთში – 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 179, აჭარაში – 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 276 426-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი ემსხვერპლა.