საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ეპიდვითარება რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 121 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 090 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას რეგიონების მიხედვით,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 17, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 879, აჭარაში – 293, იმერეთში – 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 3, იმერეთში – 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან ქვეყნის მასშტაბით,  გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს,  საქართველოში ვირუსს კიდევ  11 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდვირუსით ჯამში, 3 822 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები