ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები