“ქალი, ოჯახი, საზოგადოება” – ბოლნისში მცხეთისა და ბოლნისის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოების შეხვედრა გაიმართა
ქალთა კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ქალთა ფონდი–საქართველოში” ფინანსური უზრუნველყოფით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხეთისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და საზოგადოების, ქალების, ახალგაზრდების ინფორმირებას.
პროექტის „ქალი, ოჯახი, საზოგადოება” ფარგლებში, მცხეთისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა, ერთმანეთს მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არსებული პრაქტიკა გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი , ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი, ასევე პროექტის მენეჯერი თამარ მაისურაძე, ბოლნისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.