აჭარაში გზების წმენდის სამუშაოები დასრულდა

აჭარაში საავტობობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომი-ლაბეიძეების უბანის და ჩაოს გზის, შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქობულეთი-ჭახათი-ცხემვლანა, ჭახათი-ნათაბიარის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების მიმართულებით აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დღის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები