ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.