გოგი მეშველიანი: დათა ვანიშვილი უდრეკელობითა და შეუპოვრობით გახდა მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დათა ვალიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის მაგალითი. „დათა ვანიშვილი – ნათელი მის ხსოვნას! ის მავთულხლართების მიღმა დარაჯობდა სამშობლოს. ერთი გოჯი მიწა არ დაუთმო ოკუპანტებს. უდრეკელობითა და შეუპოვრობით გახდა მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.“ გოგი მეშველიანი.