27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, გარდაიცვალა
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. აღნიშნული “რეგიონულ კვირას” პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
მეგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით გუშინ, “კლინიკა იმედში” აიცრა.
ექთანი გუშინვე თბილისში გადმოიყვანეს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.