დღეიდან რესტორნებში ცოცხალი მუსიკის მოსმენას ისევ შეძლებთ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვებია. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ეს მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია, ისინი რესტორნის სტუმრებს მოუწოდებენ, დაიცვან რეგულაციები, რომ კვლავ არ გამკაცრდეს შეზღუდვები, რადგან სარესტორნო სექტორზე ეს ცუდად აისახება.
ცნობისთვის, კვების ობიექტებსა და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება 15 თებერვლიდან განახლდა. რაც შეეხება რესტორნების შიდა სივრცეებს, ბათუმში ის პირველი მარტიდან, თბილისში კი 8 მარტიდან გაიხსნა.