ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნა: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.

ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, – განაცხადა ემერ ქუკმა.

მისივე თქმით, უწყება არც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიურ მოვლენებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები