ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა გახდა ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი – “რეგიონული კვირისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივი გვიყვება, სახლში სადაც ხანძარი გაჩნდა, მხოლოდ პატარა ბავშვი იყო. მისივე თქმით, სახლი გარედან იყო ჩაკეტილი.
როგორც ირკვევა, ბავშვს სარეცხის მანქანაში სხვადასხვა ნივთი შეუყრია და ჩაურთავს, რამაც აფეთქება გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.