დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო

დღეიდან მორწმუნეებისთვის სააღდგომო მარხვის პირველი კვირა დაიწყო.

დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით მორწმუნეები მთელი კვირის განმავლობაში უზეთოდ დამზადებულ საჭმელს იღებენ, ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის განმავლობაში საღმრთო წირვები არ სრულდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

ამასთან, მთელი მარხვის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა.

დიდმარხვა წელს 2 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები