შსს ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე: მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ დაანონსებულ განცხადებას ეხმაურება. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები