ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება

აჭარის მთავრობის  თავმჯდომარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

,,მზიური გარდენსის” 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,CROWNE PLAZA” განახორციელებსპროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.

,,მზიური გარდენსის” მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.

,,პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმშიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანიარომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკავინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია ,,მზიური რეზორთი” ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტსკომპლექსი 60 ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები