1000 მშობლის მარში – სოლიდარობის აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს 1000 მშობლის აქცია პარალელურად საქართველოს 10 ქალაქში თბილისში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, ახალციხეში, ხარაგაულსა და ბათუმში გაიმართა.
აქცია იმ 100-დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ.
აქციის ძირითადი მოთხოვნებია: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას და გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა.