“მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება” – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვბეით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ “რეგიონულ კვირას” სააგენტოდან აცნობეს, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები