რუსთავში შენობის დემონტაჟისას მუშას ბეტონის ფილა დაეცა
რუსთავში, ოსტროვსკის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლის დემონტაჟის დროს მუშა ჩამოვარდა. გადმოვარდნის დროს ბეტონის ფილა მოწყდა და მუშას ზედ დაეცა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა.
დამატებით დეტალებს “რეგიონული კვირა” არკვევს და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.