ქვემო ქართლში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 11ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობამ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6″,- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 19 პირი გარდაიცვალა.