გზები, სკვერები, სანიაღვრე არხები – ქარელის მოსახლეობა სოფლის კრებებზე პრიორიტეტების განსაზღვრას განაგრძობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ქარელის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“18 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა შეხვედრა გამართა ფცისა და დვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
ფცის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები,რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფლი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები :
1. ქვემო შაქშაქეთი – გზების მოხრეშვა;
2. ღოღეთი – სკვერის შემოღობვა და გზების მოხრეშვა;
3. თამარაშენი – გარე ტრენაჟორების მოწყობა;
4. ფცა – სანიაღვრე არხისა და სკვერის მოწყობა;
5. დვანი – გარე განათებისა და სკვერის მოწყობა;
6. ტახტისძირი – გარე განათებისა და სკვერის მოწყობა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.