ქვემო ქართლში კორონავირუსი კიდევ 21 ადამიანს დაუდასტურდა

ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 21-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – stopcov.ge გამოქვეყნდა

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 29, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 331 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა,  7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები