“მეწყინა, მშრომელი იყო” – რას ფიქრობს ხალხი გახარიას გადადგომაზე, მელიას საქმეზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, “რეგიონულმა კვირამ” მოქალაქეების აზრი გამოიკითხა.
ბოლო ორი დღე ქვეყანაში პოლიტიკურად აქტიურია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დააყენა. რას ფიქრობს ხალხი სამთავრობო ცვლილებებზე, ოპოზიციაზე და მიმდინარე მოვლენებზე.