ქვემო ქართლში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 14-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.