რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

რუსთავში, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ინტოქსიკაცია დაუდგენელი ნივთიერებით მიიღო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ სავაადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს ამდროისთვის ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“19 წლის მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომით და სუნთქვის უკმარისობით. პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში და გადის შესაბამის მკურნალობას”, – გვითხრეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები