ბოდბელი ეპისკოპოსი “მთავარ არხს” და “ტვ პირველს” – რუსულ საქმეს ემსახურებით, შეიძლება ფულსაც იღებთ ამაში
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ზოგიერთი მღვდელმთავარი და სხვადასხვა მედიასაშუალება ეკლესიის წინააღდეგ მოქმედებს.
როგორც მეუფემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სინოდი ერთიანობას გამოხატავს და არაა გამორიცხული, ქართული ეკლესიის ლანძღვაში, ზოგიერთი მათგანი, გარკვეული ძალებისგან ფინანსდებოდეს.
„მოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ აი, პატრიაქი უნდა გადააყენონ, პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა. ეჭვი ვისზე აქვთ ჯერ ერთი და ახლა, სადაც ჩვენ ვართ, უკვე რამდენი სინოდია და ერთიანობას გამოვხატავთ სინოდი. ვისზე ამბობენ?! პრორუსულები კი არადა თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს იმათკენ თვითონ არიან ყველანი ნებსით თუ უნებლიეთ,
ეს არის ჩვენი ქვეყვნის მტრების ოცნება, რომ ეკლესია სუსტი იყოს. დღეს რომ ძლიერია ეკლესია, ასე ძლიერი იშვიათად ყოფილა. ამიტომ არის ვისაც არ ეზარება ბევრი შეგნებულად გვმტრობს. ზოგი არის ისე, რომ რაც აყვება ხოლმე ხმებს, მაგის გამოა. საზოგადოება რაც გარეთ არის, ეკლესიაშიც იგივე საზოგადოება ვართ, თუ მასეთი ცუდები ვართ გარეთ მაშინ რა ვყოფილვართ ხო?! დავფიქრდეთ!
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მტრების „დამსახურებაა“ ასე, რომ იქცევიან . აყოლილები არიან, ზოგი ალბათ ფულსაც იღებს მაგაში”,- განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობის თქმით, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის” საინფორმაციო პოლიტიკა, ეკლესიის წინააღმდეგ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს.
„ ტელევიზიებს თუ ჩართავთ, მიხვდებით, რომ რუსების საქმეს აკეთებენ აბსოლუტურად ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ წირვებზე დავდიოდით, თქვენი ტელევიზიები, „ტვ პირველიც“ და „მთავარი არხიც“ აქებდნენ რუსეთის პატრიარქსაც და რუსეთის ეკლესიას, ისინი არ დადიან და აი, ხალხისთვის იღწვიანო. ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ქართველები, ვერ გავიგე?! რუსეთის ინტერესში შედის ეკლესიის გინება. პატრიარქები ღვთისგან მოევლინება ერს, იმის მიხედვით მოევლინა, როგორც ცხოვრობ. დღეს გვყავს პატრიარქი, რომელიც თავისი ცხოვრებით აჩვენებს, რომ ქართველია სულით ხორცამდე, ქრისტიანი და მის პერიოდში გაძლიერდა ეკლესია”,- განმარტა მეუფე იაკობმა.