რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელიც წუხელ რუსთავში ავტომობილით ბოძს შეეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 27 წლის მამაკაცის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს, პაციენტს  უკვე ჩაუტარდა კვლევები და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“27 წლის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წუხელ, გვიან ღამით. პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმები თავის და სხეულის მიდამოებში, თუმცა ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი ჩვენს კლინიკაში დარჩება შემდგომი დაკვირვებისათვი”, – თქვეს კლინიკა “რუსთავში”.

ცნობისთვის, რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 წლის მამაკაცი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები