ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 6, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.