ქობულეთში 16 წლამდე არასრულწლოვნის სხეულში სექსუალური შეღწევის ბრალდებით დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ქობულეთში, 14 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.  მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა. სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდანაც იყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ კომპლექსური გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც დაღუპულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.
ქალთა მოძრაობამ 10-დღიანი აქცია დაგეგმა, 26 თებერვალს კი თავისუფალი დედების მარში გაიმართება.
გოგონა დღეს დაკრძალეს. მოზარდმა 9 თებერვალს სავარაუდოდ თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები