ქუთაისის მახლობლად მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისის მახლობლად მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც დაზარალებულის მეუღლე ყვება, თავად სახლში არ იმყოფებოდა.
მისი თქმით, 73 წლის მამაკაცი დილით მეზობელმა იპოვა, რომელმაც ღია ჭიშკარი შენიშნა. სახლში შესულს კი მოხუცი საწოლზე მიბმული  დახვდა.
“კიდევ კარგი რომ მეზობლის ბიჭი მივიდა, კარები ღია დახვედრია, შესულა ეზოში და გაუგონია კვნესა. უნახავს მერე სახლში დაბმული და დამწვარი. დაუუთოვებიათ ყაჩაღებს, როგორც ვიცი, ვერაფრის წაღება მოასწრეს, მარტო სანადირო თოფი არ არის ადგილზე, მაგრამ მთელი სახლი არეულია. ჩემი მეუღლე ახლა დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. რომ არ შესულიყო მეზობლის ბიჭი, კაცი 10 წუთში შეიძლებოდა მომკვდარიყო”, – ამბობს დაზარალებულის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ ყაჩაღობის ფაქტი რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში გვიან ღამით შეიჭრნენ. მათ მოხუცის საწამებლად უთო გამოიყენეს, შედეგად დაზარალებულს, სხეულის 23% დამწვარი აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ახლაც მუშაობს საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები