“ჯორჯიან მანგანეზმა” სოფელ მღვიმევში, ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები განახორციელა

ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში, ე.წ. ხრამის საკარიერო ველზე, 12 ჰა ფართობზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები განახორციელა.

„უახლოეს პერიოდში, ხრამის საკარიერო ველზე, დაგეგმილია ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩატარება. რაც გულისხმობს ხე-მცენარეების დარგვას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას“,- აღნიშნა კომპანიის გარემოს დაცვის მენეჯერმა ზურაბ ჭყონიამ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ დამუშავებულ კარიერებზე სარეკულტივაციო სამუშაოებს სისტემატურ რეჟიმში, ხოლო უკვე რეკულტივირებულ ტერიტორიებზე მუდმივ მოვლა-პატრონობას ახორციელებს.

კომპანიის მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, სარეკულტივაციო სამუშაოები, წელიწადში ჯამურად, მინიმუმ 50 ჰექტარ ფართობზე ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები